Xiaomi Redmi 17
ყუთი/დიზაინი
ყუთში რა თქმა უნდა შეხვდებით ადაპტერსაც და კაბელსაც, ასევე ეკრანზე გადაკურლ ფირს, ასე რომ არ ექნა შაომის ეგ უფრო გამიკვირდებოდა. დიზაინის მხრივ აქ მაქვს ეს ულამაზესი მწვანე ფერის მოდელი უკან შესანიშნავი გაფორმებებით, ზუმერში ასევე შეხვდებით იასამნისფერს, ლურჯსა და შავს. ერთადერთი დიზაინში და ზოგადად აწყობაში არის წონა - ისედაც საკმაოდ დიდი ზომის სმარტფონია და ამას დამატებული იწონის 232 გრამს, რაც პირადად ჩემთვის მსუბუქი არ არის.
შეგვიძლია ორი სიმ ბარათი მოვათავსოთ, ერთ-ერთზე კი მეხსიერების მიკრობარათიც შეგვიძლია ჩავსვათ. ასევე IP65 მტვრისგან და წყლისგან დაცვაც გვაქვს, ამ საფასო კატეგორიაში ყოველთვის მისასალმებელია ეგ. აუდიოჯეკიც აქვს ზემოთ, შოკია.
ეკრანი
ეკრანი 6,9 ინჩიანი IPS LCDია 120 ჰერცი განახლების სიხშირით. ძალიან დიდი ეკრანია ნამდვილად, ქვემოთ კი საკმაოდ დიდი ბეზელი აქვს, რაც თვალში მხვდება საკმაოდ, მაგრამ ნუ არ მიკვირს ბიუჯეტური სმარტფონისგან. რეზოლუცია 720პ გვაქვს. ხედვის კუთხეები საუკეთესო ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ფერებს იცვლის ეკრანი დახრისას. თითის ანაბეჭდის სკანერი არის ჩართვის ღილაკზე განთავსებული, რომელიც საკმაოდ სწრაფია.
წარმადობა/ელემენტი
ჩიპსეტი რედმი 17ში მედიატეკის ჰელიო ჯი91 ულტრა გვხვდება, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური დავალებების კარგად შესასრულებლად, გრაფიკული დატვირთვა ამ სმარტფონის ძლიერი მხარე არ არის. საწყისი მეხსიერება 128 გეგაბაიტი აქვს რედმი 17ს, ასევე შეგიძლიათ 256 გეგაბაიტიანი ვერსიის შეძენა, ოპერატიული მეხსიერება კი 4 გეგაბაიტია.
ელემენტის მოცულობა არის ძალიან დიდი - 7500 მილიამსაათი, რაც სმარტფონის მთელი დღის განმავლობაში გამოყენებას განაპირობებს, მინიმუმ ერთი მთლიანი დღის სმარტფონია თავისუფლად. დამუხტვის სიჩქარე 45 ვატია მოყოლილი ადაპტერით. შესანიშნავია ჩემი აზრით ამ მხრივ ეს სმარტფონი.
კამერა
კამერას რაც შეეხება - მხოლოდ ერთი, 50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა გვხვდება ამ სმარტფონში უკან, ხოლო წინ სელფის კამერა 8 მეგაპიქსელიანია. (იქნებ ფოტოები გადავიღო ასე 4 ცალი და დავადებთ)
დასასრული
ამ სმარტფონის მთავარი ძლიერი მხარეებია ძალიან დიდი ელემენტი, სწრაფი დამუხტვა, ყოველდღიური დავალებებისთვის გათვლილი ჩიპსეტი და დიდი ეკრანი. ეს ყველაფერი კი ბიუჯეტურ საფასო კატეგორიაში. რა თქმა უნდა შაომი რედმი 17ის ზუმერულ ლინკს აღწერაში შეხვდებით, გამოწერის ღილაკზე დაჭერაც არ დაიზაროთ, მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, ნახვამდის.








